08.10.2020 11:04
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას. მისივე თქმით, რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად საუკეთესო გზა საერთაშორისო საზოგადოების მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაა. ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანს არ სურს კომპრომისზე წასვლა და მათი მიზანი ყარაბაღიდან სომხების განდევნაა.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, ძალადობის გზით არანაირი გამოსავლის პოვნა არაა შესაძლებელი. თუმცა აზერბაიჯანის პოლიტიკა არის ყარაბაღის საკითხის ძალადობრივად გადაწყვეტა. სომხეთი კომპრომისისთვის ყოველთვის მზად იყო. აზერბაიჯანი არის მხარე, რომელსაც არანაირი კომპრომისი არ სურს. მათთვის გამოსავალი არის, რომ ყარაბაღელი სომხები გადასახლდნენ, ისინი ყარაბაღის მიღებას ეთნიკური წმენდის გზით აპირებენ,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge