კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ილჰამ ალიევი - ,,უკვე ათი დღე გავიდა საფრანგეთისგან მტკიცებულებებს კი კვლავ ველით''  07.10.2020 17:50

პარიზმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები მთიან ყარაბაღში დაქირავებული სამხედროების მოზიდვის შესახებ, - ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა "CNN Turk-თან" ინტერვიუში განაცხადა.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზს აქვს ინფორმაცია, თითქოს დაქირავებული მებრძოლები სირიიდან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.

"უკვე ათი დღე გავიდა, მაგრამ ჩვენ საფრანგეთისგან მტკიცებულებები არ მიგვიღია", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შუამავლები, მათ შორის, საფრანგეთიც ნეიტრალური და პასუხისმგებლიანი უნდა იყოს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაც შეაფასა და განაცხადა, რომ ის კითხვებს და პრეტენზიებს არ აჩენს.

 

ავტორ(ებ)ი : CNN Turk

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ