კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
კახა გოგოლაშვილი - საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაძაბულობაა მოსალოდნელი 28.09.2020 16:38

საქართველოში მცხოვრე აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის   დაძაბულობის  ალბათობას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. როგორც მან  რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა, დაპირისპირება აზერბაიჯანელ და სომეხ  მოქალაქეებს შორის  დაძაბულობა შესაძლებელია, ვინაიდან კონფლიქტს  თან ახლავს პროპაგანდა.

„ისედაც, რეგიონში არსებული დაძაბულობა ცალმხრივად აისახება მეზობელ ქვეყანაზე,  ამ შემთხვევაში  საქართველოზე, სადაც საარჩევნო პერიოდში ისედაც საკმაოდ მაღალი დაძაბულობაა,“ -  განაცხადა  კახა გოგოლაშვილმა.

თავისთავად   სამხედრო დაპირისპირებას პოლიტოლოგი „სახიფათო ესკალაციად“ აფასებს. „დაპირისპირება  აისახება საქართველოზე, ვინაიდან ის შესაძლოა  უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე გაგრძელდა  ერთი თვის წინ განვითარებული პროცესების დროს,“ -  განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ