28.09.2020 12:48
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიან ომს გამორიცხავს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
როგორც ნოდარ ხარშილაძემ „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, რუსეთ-თურქეთის შეტაკება არ იქნება, როგორ პანიკასაც თესავენ.
„რამდენიმე ხანი გაგრძელდება მოკლე, ინტენსიური შეტაკებები. აზერბაიჯანი მიაღწევს რაღაც წარმატებებს, დაიკავებს ტერიტორიებს და გამარჯვებას გამოაცხადებს, შემდეგ ჩაერევიან და დიდი ალბათობით შეაჩერებენ. ისევ იგივე სცენარი იქნება, როგორც ადრე,“- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
მისი თქმით, საქართველომ ორივე მხარეს მშვიდობისაკენ უნდა მოუწოდოს.
„თუ გართულდა სიტუაცია უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ რუსეთი ჰუმანიტარულ კორიდორს მოგვთხოვს, გარკვეული ოპერაციების ჩასატარებლად. ეს იქნება ჩვენი მთავარი გამოწვევა და აქ უკვე რთულად საქმე გვაქვს. ეს ომი ფართომასშტაბებში არ გადაიზრდება, მაგრამ შეიძლება გართულდეს და პრობლემები წარმოიშვას,“- აღნიშნა ხარშილაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge