25.09.2020 13:29
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი დატოვა. დაკავებული ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.
ხვიჩა მღებრიშვილს ერგნეთში ზეპირი გამოკითხვის შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. ის ოჯახს საკარანტინო რეჟიმის გავლის შემდეგ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის, 5 000-დან 10 000 დოლარამდე პირდებოდნენ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge