შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა 09.09.2020 11:48

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრი ეწვია ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელსაც და განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზს, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ორსანტია-ოტობაიას, ხურჩა-ნაბაკევისა და შამგონა-თაგილონის ე.წ. გამშვებ პუნქტებს, რომლებიც რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს. სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

 

„აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა იმ სოფელს ვეწვიეთ, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა ე.წ. გადასასვლელები და სადაც დღემდე აღმართულია ფიზიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის, უკრძალავს მოსახლეობას თავისუფალი კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებას. შევხვდით წლების განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის წნეხის ქვეშ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, განვიხილეთ განსაკუთრებით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით შექმნილი პრობლემები და მათ წინაშე არსებული საჭიროებები, ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებებით, როგორიც არის ადამიანების სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებისკენ მიმართული შესაძლებლობების გაფართოება - ამისკენ არის სწორედ მიმართული ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები.


თავისუფალი გადაადგილების აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას, რაც თავის მხრივ იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული სოლიდური ნაბიჯი“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ