შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა 02.09.2020 10:02

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში ატოცში, დვანში, ნიქოზსა და ერგნეთში საოკუპაციო ხაზი დაათვალიერა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრის-ხელოვნების სკოლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე რვა წელია ფუნქციონირებს, რის შემდეგაც მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიას ეწვია და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. თეა ახვლედიანი ადგილობრივი მეწარმე-ფერმერის მიერ გაშენებულ ნუშისა და კაკლის ბაღებშიც იმყოფებოდა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის განლაგებული. სახელმწიფო მინისტრი ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმსაც ესტუმრა და ადგილობრივებსა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.


„გამყოფი ხაზის გასწვრივ სამუშაო, გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვეწვიეთ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში ოკუპაციით და მავთულხლართებით ყველაზე დაზიანებულ რამდენიმე სოფელს, სადაც ადგილზე პირადად გავეცანი არსებულ ვითარებას. ვეწვიეთ ატოცს, დვანს, ნიქოზსა და ერგნეთს, სადაც ასევე შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, ვიმსჯელეთ მათ საჭიროებებზე ისევე, როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი სოფელ ყარაფილასთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ  და პროვოკაციულ ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენ განვაგრძობთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, მხარდაჭერის კონსოლიდაციის და ამგვარი ქმედებების აღკვეთის მიზნით"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ