შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და "მეორე ფრონტის" გახსნა სურს" - ასლან ბჟანია 21.03.2023 16:55

ქართული ოპოზიცია ცდილობს დაამხოს მოქმედი ხელისუფლება და გახსნას „მეორე ფრონტი“, - ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. 

 

„საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთი იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და შეერთებული შტატები. ამის ფონზე იმავე ძალებს საქართველოს მთავრობის დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია ბევრად რთულია, ვიდრე 2008 წელს. ამ პირობებში ჩვენ მუდმივად უნდა გავაძლიეროთ,მრავალმხრივი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან და მის რეგიონებთან “, - აცხადებს ბჟანია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ