პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"არსებული ინფორმაციით, პოლონეთში უკრაინული საზენიტო რაკეტა ჩამოვარდა"- თეთრი სახლი 16.11.2022 23:01

 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ედრიენ უოტსონი პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

„ჩვენ არაფერი გვინახავს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტი დუდას წინასწარ შეფასებებს, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში ჩამოვარდა“, – ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საბოლოო დასკვნებს წინ არ გაუსწრებს და სრულად უცხადებს ნდობას პოლონეთს, რომელიც ამ ინციდენტს იძიებს.

 

თეთრი სახლი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ტრაგიკული მოვლენაში პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, რომელმაც უკრაინაში ომი წამოიწყო. თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას თავი.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ