პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ნებას ვერ გატეხს"- ბლინკენი 15.11.2022 23:07

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ნებას ვერ გატეხს.

 

„ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა ლიდერობა და მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის დიპლომატიისთვის ომის სამართლიანი დასასრულისთვის, რომელიც რუსეთმა დაიწყო. რუსეთის პასუხი რაკეტების მორიგი ტალღა იყო. ეს თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის ნებას. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვივში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ