პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის"- კრემლი 07.11.2022 19:36

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ახლა მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი მომენტი არ არის.

 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რუსული მხარე ღიაა მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს მიზნებს. ჩვენ ასევე არაერთხელ გავამახვილეთ ყველას ყურადღება, რომ ამ მომენტში ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ შესაძლებლობას, რადგან კიევმა კანონად [მათი გადაწყვეტილება] აქცია ის, რომ არ გაგრძელდეს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

 

მანამდე გაზეთ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ კერძო საუბრებში უკრაინას მოუწოდებს, აჩვენოს, რომ იგი ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

 

 

უკრაინის პრეზიდენტი გამორიცხავს მოსკოვთან მოლაპარაკებებს, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ