პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"დროა, მსოფლიომ მიანიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი"- ოლექსი რეზნიკოვი 01.11.2022 00:45

დროა, მსოფლიომ მიანიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი წერს.

 

„რუსეთი განაგრძობს სარაკეტო-უპილოტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მათ არ ერიდებათ, იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო.

 

დროა, მსოფლიომ მიანიჭოს სათანადო სამართლებრივი სტატუსი და მოეპყრონ მას ისე, როგორც ეს გააკეთეს ლატვიამ, ესტონეთმა პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – აღნიშნავს რეზნიკოვი.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ