პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მოლდოვამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 01.11.2022 00:41

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

მანამდე ჩრდილოეთ მოლდოვაში, უკრაინის მოსაზღვრე ერთ-ერთ სოფელში (Nanacea) უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები ჩაცვივდა.

 

მოლდოვის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ქვეყნის მოქალაქეები სულ უფრო მეტად გრძნობენ ომის გამანადგურებელ შედეგებს.

 

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მოლდოვას ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მზარდ საფრთხეებს უქმნის.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ