ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
GE EN RU
თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 26.11.2026 15:57

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

 

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 

შსს-ში განმარტავენ, რომ თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა შალვა თადუმაძე, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ