24.11.2026 14:33
ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი ავტომობილის პარკირების გამო დაიწყო, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, დარტყმის შედეგად წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.
საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ ჩხუბში მონაწილე პირები და თვითმხილველები განყოფილებაში გადაიყვანა.