24.11.2026 14:01
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებულები, რომლებიც სასჯელს ჯგუფური მოქმედებისთვის, მასში მონაწილეობისთვის და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის იხდიან, ციხეს დეკემბრის დასაწყისში დატოვებენ.
კერძოდ კი, ჯგუფური მოქმედებისთვის და მასში მონაწილეობისთვის გასამართლებული პატიმრები - თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი და გიორგი გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებას 3 დეკემბერს დატოვებენ.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა ციხიდან 4 დეკემბერს გათავისუფლდებიან.
რაც შეეხებათ ირაკლი ქერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს, ისინი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას 5 დეკემბერს დატოვებენ.
ყველა მათგანს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
რაც შეეხებათ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის მსჯავრდებულებს - ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს ისინი ციხიდან 6 თვეში, ივნისში გათავისუფლდებიან.
მათ 2 წლითა და 6 თვის ვადით აქვთ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.