პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - არავითარი მოლაპარაკება არ გვაქვს სასამართლოს მიღმა - მხოლოდ პროცესის გახსნის ფაქტით მსჯელობა დამოკიდებულების შეცვლაზე, ძალიან ნაადრევია 20.11.2026 18:05

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა დღეს სასამართლოში. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს განჩინებით დახურული სასამართლო სხდომა კვლავ საჯაროვდება. ეს გვისახავს გარკვეულ იმედს, რომ შესაძლებელია ეს სასამართლო პროცესი წარიმართოს იმ სამართლებრივი ნორმების დაცვით, რომელსაც ვითხოვთ დიდი ხანია , - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბრალდებისა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, სამართლიანად კი არ იქნას პროცესი წარდგენილი, არამედ პროცესი იყოს გამოყენებული სულ სხვა მიზნით - ირაკლი ღარიბაშვილის სრული დისკრედიტაციისა და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით.

„ჩვენს შესავალ სიტყვაში ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ არ არსებობს მტკიცებულება, უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული და ასევე, სასამართლოს ყურადღება გავამახვილებთ საკითხზე, რომ სახელმწიფო ბრალდებისა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, სამართლიანად კი არ იქნეს ეს პროცესი წარდგენილი, არამედ ეს პროცესი იყოს გამოყენებული სულ სხვა მიზნით - ირაკლი ღარიბაშვილის სრული დისკრედიტაციისა და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით.

ჩვენ არავითარი მოლაპარაკება არ გვაქვს სასამართლოს მიღმა. ამ ფაქტით მსჯელობა მხოლოდ დამოკიდებულების შეცვლაზე, ძალიან ნაადრევია. ამას დაგვანახებს მომავალი სასამართლო სხდომები",- აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ