ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
GE EN RU
პენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს 11.11.2026 18:39

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულების დერეფანში გადაადგილებისას ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით.

 პენიტენციურ სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულის გამოკითხვა, ოჯახის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოხდა.
უწყების ცნობით, პაატა მანჯგალაძემ წერილობით თავადვე დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს ჰქონდა შეხვედრა ადვოკატთან და ასევე ისარგებლა ხანმოკლე პაემნით. მისი განმარტებით, ამ პერიოდში მის მიმართ მუქარას, ან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
გამოკითხვაში, მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ წარსულში, კიბის უჯრედთან გადაადგილების დროს მისთვის უცნობი პატიმარი დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა, თუმცა, აღნიშნულ კომუნიკაციას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. შესაბამისად, საუბარი რაიმე ტიპის ზეწოლაზე არის სპეკულაცია და სიცრუე. 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ