ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ეკა კუპატაძე: უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ყალბი გვერდები გიგაზე სიცრუეს ავრცელებენ 04.11.2026 18:39

 

არასრულწლოვნების მიერ ჯგუფურად მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მისი შვილის წინააღმდეგ ღირსების შემლახავი მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

ეკა კუპატაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში თავისი საჩივრის საფუძველზე დაიბარეს.

მისი განცხადებით, პოლიციისგან ითხოვს დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც გააყალბეს მისი შვილის, გიგა ავალიანის სოციალური ქსელის გვერდი და ამგვარად, არასწორი კონტექსტით ინფორმაციები გაავრცელეს.

„უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით ნია იმნაძის ოჯახი და მისი უფლებადამცველი, გიორგი ლეკიშვილი პატივს და ღირსებას ულახავენ გიგა ავალიანს და ამით ახალისებენ კიდეც დანაშაულს. მათი "მესიჯბოპქსი" არის ასეთი - „გიგა ავალიანი იყო მოსაკლავი და უნდა მოეკლათ". ეს "მესიჯბოქსი" არა მარტო აზარალებს გიგა ავალიანს, რომლის უფლებებსაც აუცილებლად დავიცავ ყველაფრის ფასად, არამედ მოქმედებს მომაკვდინებლადაც არასრულწლოვანების მოწყვლად გონებაზე. გააყალბეს გიგა ავალიანის სოციალური გვერდი და არასწორი კონტექსტით გააფორმეს რიგი ინფორმაციები " , - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ