30.10.2026 18:04
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. სხდომა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება.
როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, ახსნა-განმარტების ეტაპი უკვე დასრულებულია და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის.
საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების" კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო - ლელოს", „ფედერალისტების", „გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.