პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სამართალდამცველებმა ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი 30.10.2026 10:52

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა" და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ