Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პოლიციამ მარნეულში ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა, დაკავებული ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა 28.10.2026 17:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის ივლისში ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ ქალი მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა.

 

დაკავებული მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

 

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულში დააკავეს. ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ