შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პოლიციამ გურიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი 24.10.2026 16:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი" და „ამფეტამინი". ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ