კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს 18.10.2026 12:39

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა
და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში
შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ,,ვალეს"
სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ბრალდებულების ხელბარგის ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 210 აბი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ემუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ