კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი 18.10.2026 11:03

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.

სამართალდამცველებმა,მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის, ასევე, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეფედრონი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "მეთადონი", "მცენარე კანაფი" და "მარიხუანა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ