კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ავარია კახეთის გზატკეცილზე – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები 11.10.2026 21:56

 

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ