10.10.2026 21:14
,,ადამიანის უფლებები ჩვენთვის არის უპირველესი ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში," - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
,,ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით სხვადასხვა ოპოზიციური ტელეარხებიდან, რომ ვითომდა პატიმრებზე ძალადობის ნიშნები დაფიქსირდა თანამშრომლების მხრიდან. მსგავსი ფაქტი 2012 წლიდან დღემდე არ დადასტურებულა და
არც მომავალში ექნება ადგილი. პენიტენციური სამსახურის ნებისმიერი თანამშრომელი წესებს მკაცრად იცავს ," - განაცხადა გიორგი პატარიძემ.