21.09.2026 19:26
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოკითხავს ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მატარებელი.
ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადასტურებს
"სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონიტორინგის ფარგლებში თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას. მათ შორის, გამოკითხავს ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მატარებელი და შეისწავლის ყველა შესაბამის დოკუმენტაციას", - განაცხადეს აუდიტის დეპარტამენტში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ "კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო.
ცნობისთვის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.
ავტორ(ებ)ი :