კვირა, 20 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"წებოს მეთოდი", რომლითაც ბინებს ამოწმებდნენ - საბერძნეთში ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს 20.09.2026 19:36

 

საბერძნეთის პოლიციამ ბინების ქურდობაში ბრალდებული ქართველების ჯგუფი გამოავლინა. გამოძიების მიხედვით, დაჯგუფებას 48 წლის შიდა ინფორმატორი ჰყავდა - კორპუსის დამლაგებელი ქართველი ქალი, რომელიც მცხოვრებლების განრიგს იცნობდა, მძარცველებს შენობაში უშვებდა და პროცესს მეთვალყურეობდა.

სპეცოპერაციისას დაკავებულია 3 პირი, ხოლო საქმეში კიდევ 5 მოქალაქე ფიგურირებს (მათ შორის 48 წლის ინფორმატორი).

„წებოს მეთოდი": მძარცველები კარსა და ჩარჩოს შორის ცოტა წებოს ასხამდნენ. მეორე დღეს ადგილზე დაბრუნებისას, თუ წებოს ფენა უვნებელი ხვდებოდათ, ხვდებოდნენ, რომ სახლში არავინ იყო და ბინას უსაფრთხოდ ქურდავდნენ.

ჯგუფს ჰყავდა მეთვალყურეები, ბინაში შემსვლელები და გარეთ მდგომი „გუშაგები". კონსპირაციისთვის იყენებდნენ სხვის ავტომობილებსა და სხვადასხვა SIM-ბარათს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ უქმეებსა და სადღესასწაულო დღეებში.

მძარცველები ბინებში საკეტის გატეხვით ან აივნიდან შედიოდნენ და ფულსა თუ ოქროს გამათბობლებშიც კი ეძებდნენ. ჩხრეკისას ამოღებულია ძვირფასი საათები, ბრენდული ჩანთები, ტექნიკა და სპეციალური გასაღებები.

საერთო ზარალი 179,000 ევროს აღემატება და საქმეში ქურდობის 23 ეპიზოდია (2025 წლის ზაფხულიდან 2026 წლის სექტემბრამდე). პოლიციის ცნობით, ჯგუფმა საქართველოში 76,000 ევრომდე უკვე გადარიცხა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ