18.09.2026 18:13
დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, საქართველოდან თუ უცხოეთიდან, ვინც განიცდიდა ჩემს ციხეში ყოფნას, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
ჩახუნაშვილმა მადლობა გადაუხადა ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის.
„დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, საქართველოდან თუ უცხოეთიდან, ვინც განიცდიდა ჩემს ციხეში ყოფნას. ნამდვილად არ ველოდებოდი ახლა გათავისუფლებას. გლდანის ციხეში, სადაც ვიყავი, ყველას მოკითხვას ვუთვლი. მინდა, გავამხნევო, ვინც ციხეშია, ასაკისა და სქესის მიუხედავად. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, მათ შორის ჩემს დარწმუნებაშიც. დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც სამი თვის განმავლობაში გვერდით მედგა. მოკლედ, ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყველა ძალიან მიყვარხართ, ყველას გეფერებით, გეხუტებით. ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად", - განაცხადა ჩახუნაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :