სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა 14.09.2026 18:16

 

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა კობა ბაკურაშვილის საქმე, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა ზურაბ ხიდაშელის საქმეზე. მან შეურაცხყოფა მიაყენა დავით რატიანს.

"სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებთან და შეურაცხმყოფელი კონტექსტის პოსტებთან დაკავშირებით, ხდება რეაგირება უშუალოდ ამ სამმართველოს მიერ. ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში, იდენტიფიცირდება სავარაუდო დამრღვევი პიროვნება, რასთან დაკავშირებითაც დგება იდენტიფიკაციის ოქმი, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება, რითაც დგინდება უშუალოდ სავარაუდო დამრღვევი პიროვნება.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, სასამართლოში წარმოადგენენ, როგორც წერილობითი სახით, აგრეთვე ვიდეომტკიცებულებას, რა თქმა უნდა, თავად პოსტს ან კომენტარს.

მნიშვნელოვანია გაიაზროს თავად პიროვნებამ და, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაც ამგვარია ხოლმე, თავად კონტექსტი და აღქმა, თუ რამდენად შეესაბამება ეს უბრალოდ მისი აზრის გამოხატვას და აზრის დაფიქსირებას იმგვარად, რომ, მაგალითად, სხვა პიროვნებას არ მიაყენოს შეურაცხყოფა," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, სალომე ქირიამ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ