ტრაგედია საჩხერეში - ახალგაზრდა კაცი თევზაობის დროს დაიღუპა 30.08.2026 20:28

 

საჩხერეში თევზაობის დროს 31 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ