19.08.2026 18:28
წერილები ეტაპობრივად გავრცელდება. როგორც მან მითხრა, მალე კიდევ გააკეთებს განცხადებას, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოინახულა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან არ იცის, ვინ შეუტანა მამუკა მდინარაძის წერილი ღარიბაშვილს ციხეში, თუმცა ადასტურებს, რომ გზავნილი ნამდვილად მიიღო და რომ მამუკა მდინარაძე „შემსრულებელი" იყო.
„ამ ეტაპზე არანაირი ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. თქვენ განადგურებაც ახსენეთ... განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურ მხარეს გაუსვა ხაზი.
რაც შეეხება წერილებს, ეს, ალბათ, ეტაპობრივად მოხდება და გაგრძელდება. როდის იქნება და რა იქნება, ეს თქვენთვის გახდება ცნობილი, დაველოდოთ, ეს გაცხადდება და არ დაიმალება.
მეორე განცხადებაში მან ისაუბრა ამ წერილის ფაქტზე, საიდან და როგორ იყო. ვინმე კი არ გააქრო ან მოიგონა, მან დაასახელა ფაქტი, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან.
ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წერილი რეალურად მიიღო და რომ ეს გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი. მე არ ვიცი ვინ ვის რა შეუტანა, მაგრამ მან ეს წერილი მიიღო.
მან [ირაკლი ღარიბაშვილმა] მითხრა, რომ ამის შესახებ ის მალე გააკეთებს განცხადებას. ვერ გეტყვით იგულისხმა მალეში, მაგრამ კიდევ გააკეთებს განცხადებას.
ეს განცხადება მოლოდინებისთვის არ გაუკეთებია, როგორც მან ახსნა, ეს იყო მისი უკიდურესი ნაბიჯი. ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით", - განაცხადა ადვოკატმა.
ავტორ(ებ)ი :