16.08.2026 21:40
„აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლით დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ავტორ(ებ)ი :