საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა 14.08.2026 11:13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კონსპირაციის წესების დაცვით სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის მათ სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში, უკანონოდ ინახავდნენ ჯამში 40 600 კოლოფ „Platinum"-ის, „Manchester"-ის, „Winston"-ის და „Kent"-ის დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 235 000 ლარს აღემატება.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

 

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ