12.08.2026 22:20
პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.
„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად", - წერს ტარიელ კაკაბაძე.
ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული.
ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
ავტორ(ებ)ი :