თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს 06.08.2026 12:25

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი ბრალდებულისგან, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა.

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა-პვპ" და „მარიხუანა".

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ