ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს 04.08.2026 16:18

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.

 

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ სპეცოპერაციაში ესპანელ კოლეგებთან ერთად საქართველოს პოლიციის ატაშე მონაწილეობდა.

 

„დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინის ქურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ესპანეთის ტერიტორიაზე სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ისინი არჩევდნენ ისეთ სახლებს, სადაც მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით უკანონოდ შედიოდნენ და ეუფლებოდნენ ძვირადღირებულ ნივთებსა და თანხას.

 

სამართალდამცველების მიერ დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, დიდი ოდენობით ფული და დანაშაულის ჩასადენად საჭირო სპეციალური ხელსაწყოები.

 

დაკავებულების მიმართ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლსა და ევროპოლთან", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ