პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო, დაკავებულია ოთხი პირი 03.08.2026 15:08

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა".

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ