ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლამდე ბიჭი დაშავდა 26.07.2026 21:11

 

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლამდე ბიჭი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.

მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, გორგასალის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ