თბილისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს 06.07.2026 17:02

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და „ალფა-პვპ".

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ