პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სიყრმის მოგონებები - ლადო ღონღაძე 13.05.2020 11:54

თავი პირველი - სიყრმის მოგონებები

 

ძალიან შორიდან არ დავიწყებ საკუთარი თავის გაცნობას, დავიბადე და გავიზარდე თბილისში, დიღმის მასივში,  ინჟინერია და პედაგოგის ოჯახში, ხატვის ნიჭი ბავშვობიდან შემამჩნიეს მშობლებმა და ჩვენს ოჯახში სხვა უმაღლეს სასწავლებელი სამხატვრო აკადემიის გარდა,არც განხილულა. ვხატავდი კარგად მაგრამ ისეთი ნატურა არასოდეს მქონია, მხატვრების უმეტესობას რომ აქვთ, ჩხუბიც მიყვარდა და სახლში ჩემი გაჩერება დედაჩემს ომის ფასად უჯდებოდა. დედისერთა დიდი ხნის ნანატრი შვილი ვიყავი და გათამამებული უსაშველოდ, მამაჩემი ყველა სურვილს მისრულებდა, მოპედი, მოტოციკლი, მანქანა 15 წლის ასაკში მყავდა უკვე. მოკლედ მოუსვენარი და სულ შარებში გახვეული ბავშვობა მქონდა. გოგო მიყვარდა რომელიც 51 სკოლაში სწავლობდა და მეც დღე და ღამე იმ სკოლისა თუ იმ გოგოს ფანჯრებთან ვათენებდი. მაშინ დავუძმაკაცდი იმ სკოლის მეათე კლასელებს, მეც მეათეში ვსწავლობდი, რომლებიც ჩემი შეყვარებულის ამბებს მაცნობდნენ და ისედაც, ფარულად იცავდნენ. ერთხელ მახსოვს მივდივარ 51 სკოლასთან და ერთერთ ჩემს მეგობარს ვკითხულობ,(სახელსა და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ) მითხრეს სკოლის მოედანზეაო, შევდივარ და რას ვხედავ, ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ ამ მოედანს ორი კარი ქონდა, ორივე გამართული , მაგრამ ვხედავ ერთ კარებში დგას მეკარე, ხოლო მეორე მეკარე, კარის ძელსა და კვერცხებზე ხელ აფარებული დორბლებ ჩამოსულ , გასაცოდავებულად მომზირალ, ჩაჩაჩულ მიჩაჩულ არსებას შორის. რომელსაც აშკარად ამ ქვეყნის ზიზღი თვალებიდან გამოსჭვავოდა, პირველად ვერ მოვტვინე რა იყო ეს და რას ნიშნავდა, მაგრამ როცა დავინახე, სუყველა შტანგა გოლის გატანას ლამობდა და თან ისე რომ რკინის ძაღლისთვის კი არა ამ საცოდავისთვის გაერტყათ, მივხვდი რაშიც იყო საქმე, ამ დროს ჩემმა მეგობარმა დამინახა და მოვიდა. მე კი მივხვდი რომ ეს შტანგა ბოლო ჩმო იყო და ალბათ არც უსაფუძვლოდ ისჯებოდა, მაგრამ ვერ გაუძელი და ჩემს მეგობარს ხმამაღალი ტონით მივეცი შენიშვნა- მეთქი- ეს ვინაა თქო?! - ეს ძმაო, მიშხუილააო ასე მითხრა. მეთქი - ესეთი ჩმორები( მაშინ ცოტა სხვა სახელით მოვიხსენიებდით მასეთებს, რასაც აქ ვერ დავწერ) ჩვენც გვყავს, მარა ასე მაინც არ ვექცევით მეთქი, - ლადოო არ იცი შენ ეს რა ახვარი რა დედა ასეთ- ისეთია, თორემ მაგას არ მეტყოდიო. მახსოვს მე მაინც ჩემსას მივაწექი და მართლა სიტყვიერი შეხლა შემოხლა მოგვივიდა. ნუ ამ ჩვენს კამათს ბიჭების თამაშის შეწყვეტა მოყვა და ყველამ ჩვენი კამათის ადგილას მოიყარა თავი. მახსოვს კიდე ის უდღეურ დღეზე გაჩენილი მიშხუილა, როგორ მოვიდა და სახლში წასვლის ნებართვა აიღო თანაკლასელებისგან, რომელთაგანაც სამ სართულიანი, - წატი შენი დორბლიანი დედაცო მიიღო პასუხად და ბედნიერი გაეცალა იქაურობას. ხოლო როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ მიშა სააკაშვილი მოვიდა და კოჭებშივე ეტყობოდა პრეზიდენტობას რომ უმიზნებდა, მაშინ გავიგე, რომ ჩემხელაა ასაკით, თან იმ სკოლაში სწავლობდა სადაც თითქმის ყველა ბიჭს ვიცნობდი, დავინტერესდი და დავურეკე ჩემს მეგობარს, - ეს მიშა ვინაა, მე რატომ არ მახსოვს მეთქი, - ეგ ის მიშხუილაა მე და შენ, მაგის გულისთვის კინაღამ რომ ვიჩხუბეთო მითხრა და მაშინ პირველად შემოვირტყი შუბლში ხელი. ეს თუ მოეთრა ხომ დაღუპულია ქვეყანა თქო და ისე ყველაფერი კარგი აგვიხდეს, როგორც ამ დორბლიანმა ჩმომ გაამართლა ჩემი ნაწინასწარმეტყველები.

 

ავტორი: ლადო ღონღაძე

 

ის საკუთარი ბიოგრაფიის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" ესაუბრა:

 

"მე გახლავართ ვლადიმერ(ლადო) ლიუდერის ძე ღონღაძე. დავიბადე თბილისში, პროფესიით მხატვარი, რომელიც დღევანდელი ცხოვრების გამო მეორე ხარისხოვნად მექცა,დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მონუმენტურ დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი. მომიწია ბრძოლა აფხაზეთში, აღმაშენებლის რაზმის, სოხუმის ფილიალის მეთაურად, 2010 წელში ვმუშაობდი გაზეთ ასავალ დასავალში, მქონდა საკუთარი რუბრიკა(ფუნჯის ენა) სადაც ვაქვეყნებდი ჩემს მიერ შესრულებულ კარიკატურებს, მაშინდელ მთავრობასა და მის გურუ სააკაშვილზე. ჩემი ამ საქმიანობის გამო, მომიწია იძულებით ოჯახისა და სახლის იძულებით დატოვება და გადაბარგება, იყო ჩემი ლიკვიდაციის მცდელობა, რასაც სასწაულით გადავურჩი, მუქარებზე აღარაფერს ვამბობ, გამოუსავალი მდგომარეობის გამო რაც მიშას სპეც სამსახურებმა შემიქმნეს, მომიწია ცხინვალში გადასვლა და იქ მოთხოვნა რუსეთის მთავრობაზე, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა, ცხინვალში სამ წლამდე დავყავი, თავგადასავლებიც საკმარისზე მეტი დამიგროვდა, რაც მინდა ყველას გაგიზიაროთ, 2013 წლიდან ვცხოვრობ რუსეთში, გახლავართ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდ შეფი, პოპულარიზაციას ვუწევ ქართულ სამზარეულოს, მის ადათ წესებსა და კულტურას."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ