კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
32-ე ბატალიონის მეოთხე ნაკადი ავღანეთში გაემგზავრა 09.01.2021 17:29

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობის გადასროლა გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ამჯერად ავღანეთში ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მეოთხე ნაკადი გაემგზავრა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. უახლოეს დღეებში როტაცია დასრულდება და 32-ე ბატალიონი უფლებამოსილებას მე-13 ბატალიონისგან სრულად გადაიბარებს. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი და ოთხთვიანი ინტენსიური მომზადების ყველა სხვა ეტაპი საქართველოში გაიარა.

32-ე ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩაუტარდა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge ნანა კირცხალია

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ