კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ალადაშვილი: ნატოს პრობლემაა, რომ საქართველოს თავის რიგებში არ იღებს 18.09.2020 13:25

საქართველო როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, უკვე რამდენიმე წელია მზადაა გახდეს ნატოს  სრულუფლებიანი წევრი. როგორც სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განაცხადა, საქართველომ უკვე ძალიან ბევრი მოთხოვნა შეასრულა.

 

„ჩვენმა ქვეყანამ ბევრი გაიღო და ახლაც გასცემს, იმისათვის, რომ იყოს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

 

პრობლემა არც საქართველოშია და არც უკრაინაში, პრობლემა ნატოშია. პირდაპირ არავინ ამბობს, მაგრამ თუ ნატო მიიღებს საქართველოს თავის რიგებში, მაშინ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვას. ამისთვის კი, ნატო მზად არ არის.

 

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველა აღიარებს, შესაძლებელია ტექნიკურად ისე განისაზღვროს, რომ ორი ტერიტორია დაფიქსირებული იყოს, როგორც ოკუპირებული და ასე მიგვიღოს ნატომ.

 

20 წელი გადის უკვე, მაგრამ პარლამენტში მაინც ერთი და იგივე გვესმის, რომ ნატოს წევრი გავხდებით, მაგრამ პირობა პირობად რჩება,“ - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

 

ვაზიანში სწავლების  „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვისას  დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა, რომ საქართველო  ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს და არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ