კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"საქართველოს მიზანი ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა"-სალომე ზურაბიშვილი 18.09.2020 11:44

 

 

„საქართველოს მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.“- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის  დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.


მისივე თქმით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.


„საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს. ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატო-ს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულიად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს. სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა, განაგრძობს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას.


ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. უნდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და აშშ-ს მინდა მადლობა მოვახსენო განსაკუთრებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა იყო მიმართული ორ ქვეყანას შორის თავდაცვასა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელიც დღეს თვისობრივად ახალ დონეზეა. აქვე მინდა მადლობა მოვახსენო ნატო-ს წევრ ქვეყნებს ეფექტური და დინამიური თანამშრომლობისთვის და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ