28.07.2026 18:55
„მოხარული ვართ, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო Sea Breeze 2026-ში, აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში, რომელიც აერთიანებს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს თავსებადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული.
„მონაწილეებმა გაიარეს წვრთნები ნაღმების აღმოჩენისა და განეიტრალების, წყალქვეშა სამუშაოებისა და სამაშველო ოპერაციების, ასევე ფეთქებადი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფისა და უეკიპაჟო სისტემების გამოყენების მიმართულებით. სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და საქართველოს თავდაცვის ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე. ერთობლივი წვრთნებით მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას", - წერს საქართველოში აშშ-ის საელჩო.
ავტორ(ებ)ი :