ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიიდან დაბრუნებულ ეროვნული გვარდიის ოცეულს თბილისის აეროპორტში დახვდა 07.03.2020 01:22

საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიიდან მორიგი როტაციის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნებულ ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა მორიგ როტაციას სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცა და წარმატებული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

 

თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად ქართველ სამხედროებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ