ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
თამარ ჩერგოლეიშვილის მხილება - მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების საპროტესტო აქციების უკან რეალურად ნაციონალური მოძრაობა იდგა 07.03.2020 00:23
Vis vendo ? /ვის ვენდო?

 

თამარ ჩერგოლეიშვილი კვლავ აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის შიდა სამზარეულოს დღის შუქზე გამოტანას. ამჯერად ვითომ დამოუკიდებელ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები, შოთა დიღმელაშვილი და სხვა ორგანიზატორები გამოააშკარავა. ჩერგოლეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის შვილობილ ტელეარხ „ფორმულაზე“, მიშა მშვილდაძესთან ცხარე კამათის დროს პირდაპირ ეთერში სააშკარაოზე გამოიტანა, რომ საპროტესტო აქციების უკან რეალურად ნაციონალური მოძრაობა იდგა. ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ისინი ადგენდნენ ჩატებში მიმოწერის შედეგად, თუ ვინ უნდა გამოსულიყო აქციაზე სიტყვით და ვინ არა. ჩერგოლეიშვილისგან შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა აღარავის უკვირს, მას შემდეგ რაც 20 ივნისის აქციაზე, ნიკა მელია მიშას დავალების შესრულებაში ამხილა. მისი თქმით, სწორედ მიშამ უბრძანა მელიას პარლამენტში შევარდნილიყო და ამ უკანასკნელმაც შეასრულა, რის გამოც დაიჭირეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ