ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„აწყენდა აზერბაიჯანულ დემოკრატიას ევროპარლამენტართა ერთი ღია კოლექტიური წერილი?! არა - თუმცა არ წერენ, რადგანაც იციან, ალიევი თავზე გადაახევს“ 06.03.2020 21:49

ზაალ ანჯაფარიძის ბლოგი:

 

კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარები ასე ზრუნავენ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხზე, თუ მათ კოლექტიურ წერილს დავუჯერებთ. თვალში მომხვდა, რომ რამდენიმე ხელმომწერი ევროპარლამენტარი არის ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრი. ახლახანს იქ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ოპოზიციამ „დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ“ არ აღიარა მათი ლეგიტიმურობა. „მუსავატების“ პარტიამ საერთოდ ახალი არჩევნების გამართვა მოითხოვა. ეუთოს მისიამ უამრავი დარღვევა აღმოაჩინა, როგორც ხმების დათვლის, ისე დამკვირვებლებზე ზეწოლის კუთხით და პირდაპირ დააყენა ეჭვის ქვეშ არჩევნების სამართლიანობა. იგივე განაცხადეს ადგილობრივმა ენჯეობმა. აწყენდა აზერბაიჯანულ დემოკრატიას ევროპარლამენტართა ერთი ღია კოლექტიური წერილი?! რა თქმა უნდა არა. თუმცა არ წერენ, რადგანაც იციან რომ ალიევი თავზე გადაახევს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ