სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"რუსეთმა შეცდომა დაუშვა, რომ "მიაწვა" თურქეთს და მისი განდევნა მოისურვა" 06.03.2020 16:41

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"საკმაოდ დაძაბული დახვედრა, არ უჩვენებიათ აეროპორტის, არც სხვა კადრები, ცივი ხელის ჩამირთმევა, ჩახუტებების და თბილი სიტყვების გარეშე.


მოლაპარაკებები უკვე 4 საათია გრძელდება.


პარალელურად სირიის არმიის წინააღმდეგ განახლდა შეტევები.



რუსეთმა შეცდომა დაუშვა, რომ "მიაწვა" თურქეთს და მისი განდევნა მოისურვა. უნდა წასულიყვნენ სიტუაციის გაყინვაზე. ადრეც დავწერე, ამას წინ უძღოდა რუსეთ-თურქეთის შეჯახება ლიბიაში.



მოკლედ, თუ დღეს შეთანხმდებიან, ეს იქნება პოზიციების გაყინვა, თურქეთი დარჩება იდლიბში, დარჩება დეესკალაციის ზონები და ა.შ.



თუ პუტინი მიაწვება, რომ თურქეთმა იდლიბი უნდა დატოვოს, ვერაფერს მიაღწევენ. თურქეთი თავის ინტერესებს არ დათმობს." -
წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ